სტომატოლოგიის ცენტრი „ელიტი“ ექსკლუზიური პირობებით მოემსახურება ჩვენი ჯგუფის წევრებს - მაღალი ხარისხით და 15%-იანი ფასდაკლებით.
ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი ,,ელიტი“ 2003 წელს შეიქმნა საქართველოში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის სურვილისა და მომხმარებლის კომფორტზე ზრუნვის იდეიდან. ამ ხნის განმავლობაში მოვიპოვეთ და დავიმსახურეთ კარგი რეპუტაცია და ნდობა ჩვენს პაციენტებში.
2012 წელს კლინიკა „ელიტს“ მიენიჭა ISO-ს საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც თავისთავად ნიშნავს მაღალკვალიფიციურ მკურნალობას და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სტერილიზაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით.
* ჩვენი მკურნალობის ფილოსოფია – კბილის ჯანსაღი ქსოვილის მაქსიმალური შენარჩუნება
* კლინიკის პრიორიტეტია პაციენტის კომპლექსური რეაბილიტაცია სტომატოლოგიის უახლესი მიღწევების გამოყენებით
კლინიკა „ელიტი“ თავის პაციენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციური სტომატოლოგიური მომსახურების სრულ სპექტრს: – პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია
– იმპლანტოლოგია
– კოსმეტიკური სტომატოლოგია მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით: კერამიკული ვინირები, ცირკონოკერამიკა, კერამიკა დაპრესილი მეთოდით
– პროთეზირების ყველა სახეობა – მიკროპროთეზირება, მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზები
– პაროდონტოლოგია – ღრძილების მკურნალობა თანამედროვე, მოწინავე მეთოდებით და ტექნოლოგიებით
– კბილების მკურნალობა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ენდოდონტიურ მკურნალობას და დაშლილი კბილების აღდგენას ბოლო თაობის ნანოკომპოზიტურისხივგამყარებადი მასალების და მინაბოჭკოვანი ტექნიკით გამოყენებით.
ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიის ცენტრ ,,ელიტ“ ში აკმაყოფილებს ხარისხის ევროპულ სტანდარტებს.
ჩვენი ცენტრის ექიმებს გააჩნიათ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაისინი მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას მსოფლიოში წამყვან სტომატოლოგიურ ცენტრებში.
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ირ. აბაშიძის 47
ტელ.: +995 322 223 051
ვებ-საიტი: ge.elite-dent.ge