ასოციაციის სახელწოდება:
- სრულად ქართულად: საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია
- სრულად ინგლისურად: Georgian Android Users Association
- მოკლედ ქართულად: ანდროიდ საქართველო
- მოკლედ ინგლისურად: Android Georgia
- აბრევიატურა ქართულად: სამა
- აბრევიატურა ინგლისურად: GAUA
ასოციაციის სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი.
ასოციაციის მისია არის:
საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება თანამდეროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათ შორის ანდროიდის შესახებ. პროგრესული განათლების და გამოცდილების მქონე საზოგადობის წევრების კონსოლიდირება და ორგანიზებული აქტიურობის უზრუნველყოფა.
ასოციაციის საქმიანობის ფუნდამენტალური პრინციპებია: დემოკრატია, თავისუფლება, გახსნილობა, სოლიდარობა და განათლება.
- დემოკრატია - გულისხმობს, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ერთპიროვნულად, არამედ ჯგუფურად და ასოციაციაში საყოველთაო განხილვის საფუძველზე, რისთვისაც უმეტესად გამოკითხვებს ვაწყობთ და ხმათა უმრავლესობით ვიღებთ გადაწყვეტილებას.
- თავისუფლება - გულისხმობს, რომ როგორც ასოციაცია, ისე მისი წევრები თავისუფალი არიან გამოთქვან თავისი აზრი ნებისმიერ საკითხზე, ეს არის პირის კონსტიტუციური და საეთაშორისო სამართლის უფლება.
- სოლიდარობა - გულისხმობს, რომ ჩვენს ასოციაციაში ერთმანეთს ვეხმარებით, მხარში ვუდგავართ, გვაკავშირებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები.
- გახსნილობა - გულისხმობს, რომ ჩვენს ასოციაციაში საკითხს განვიხილავთ ღიად და სრული ინფორმაციის მიწოდებით ყველასთვის. ჩვენთან ასოციაციის წევრებისთვის დაფარული და განსაიდუმლებული საკითხები არ არსებობს.
- განათლება - გულისხმობს, რომ ანდროიდის საზოგადოების წევრები გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, განათლების დონით და წყურვილით, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის ინტერესით.
ასოციაციის საქმიანობის მიზნები:
- ანდროიდის და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;
- ანდროიდის და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
- ანდროიდის და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების, წვრთნის და განათლების ორგანიზება;
- უცხოეთი ანალოგიურ ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება, თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება;
- ყველა ის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.