კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თანამედროვე ყოველდღიური ტექნოლოგიების სამყაროში!
ჩვენი ასოციაცია არის განსაკუთრებული, უნიკალური და აერთიანებს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს განურჩევლად პროფესიის, ასაკის, სქესის, რასის და იმის მიუხედავად არის ამჟამად ანდროიდის მომხმარებელი თუ არა. ჩვენ ვქმნით საქართველოში ყველზე პლურალისტულ, დემოკრატიულ, თავისუფალ, გახსნილ, სოლიდარულ და განათლებულ საზოგადოებას.
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ტექნოლოგიურ პროგრესს ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენ ისევე ინტერესით განვიხილავთ და ვეუფლებით ნოვაციებს Google, Apple, Microsoft, Linux, Oracle, Adobe და სხვა პლატფორმებიდან. მაგრამ Android არის ჩვენი ფლაგმანი, თანამედროვეობის რევოლუციური წინსვლა და უკვე დარგის ლიდერიც. მისი წარმატება ეფუძნება შემდგ უპირატესობებს: გახსნილი სისტემა, მოქნილობა, მრავალფუნქციურობა, დინამიური განვითარება, საზოგადოების ფართო მასების ჩართულობა და ყოვლისმოცვა.
ანეროიდმა შექმნა სამყარო სადაც ტექნიკა საუბრობს ადამიანის ენაზე და არა პირიქით, როგორც მანამდე იყო, როცა ადამიანი საუბრობდა ტექნიკის ენაზე. ამიტომ ადამინებს შეუძლიათ უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმონ თავიანთ საყვარელ პროფესიას: ეკონომიკას, სამართალს, ხელოვნებას, ჯანდაცვას, სპორტს და ასე შემდეგ, ხოლო ტექნიკა მათი კეთილი თანამგზავრი და ასისტენტი იქნება.
თითოეული ჩვენი ასოციაციის წევრი, ძველიც და ახალიც, სრულიად თანაბარ უფლებიანია, ჩვენთან არ არსებობს უხერხული კითხვები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ. ჩვენ ერთად ვქმნით და ვაძლიერებთ ასოციაციას ჰუმანიზმით, ურთიერთდახმარებით, გამოცდილების გაზიარებით, სოლიდარობით და ორგანიზებული აქტივობებით.
საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტი,
ეკონომიკის მეცნერებთა დოქტორი,
გიორგი გერსამია