logo

sitemap

ასოციაციის მამოძრავებელი ძალია არის მის დეპარტამენტები. თითოეული ასოციაციის წევრი შეიძლება გაწევრიანებული იყოს რამდენიმე დეპარტამენტში, მის სურვილით და ასოციაციის პრეზიდენტის თანხმობით. დეპარტამენტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შეამცირეს ასოციაციის საქმიანობიდან გამომდინარე. დეპარტამენტების საორიენტაციო სია არის შემდეგი:

  • დონორებთან და სპონსორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • განათლების და ტრენინგების დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • ვებ დეველოპმენტის დეპარტამენტი;
  • იდეების და ახალი პროექტების განხილვის დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • კადრების მართვის და დასაქმების დეპარტამენტი;
  • ანდროიდ დეველოპმენტის დეპარტამენტი;
  • ასოციაციისთვის პარტნიორების მოძიების დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • ღონისძიებების მართვის დეპარტამენტი;
  • AndroidGeorgia.Ge-ის რედაქცია;
  • Hard ინჟინერთა დეპარტამენტი;
  • Android Georgia ფეისბუქ ჯგუფის ადმინისტრაცია;
  • მულტიმედია პროდაქშენის დეპარტამენტი;
  • გრაფიკოს-დიზაინერთა დეპარტამენტი;
  • ანდროიდის ბიზნეს და სხვა სფეროში ექსპანსიის და გამოყენების მართვის დეპარტამენტი;

თითოეული დეპარტამენტის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმალური წევრების რაოდენობა განისაზღვრება თითოეული დეპარტამენტისთვის ცალ-ცალკე და მისი საფუძველია დადგინდეს ეფექტიანი რაოდენობის მაქსიმალური ზღვარი.

თითოეულ დეპარტამენტში გაწევრიანება ხდება ასოციაციის პრეზიდენტის თანხმობით. დეპარტამენტში გაწევრიანების მსურველმა ასოციაციის პრეზიდენტის მისამართით უნდა გააგზავნოს ელექტრონული წერილი - „დეპარატამენტში გაწევრიანების განაცხადი“. განაცხადში მსურველმა უნდა აღნიშნოს თუ რომელ დეპარტამენტში სურას გაწევრიანება და რატომ. სასურველია რომ დაასაბუთოს რომ მას ამ დეპარტამენტში გაწევრიანების საკმარისი მოტივაცია ანდა გამოცდილება აქვს. სასურველია განაცხადის წერილს დაურთოს CV ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

დეპარატამენტში გაწევრიანების განაცხადი“ სამაგალითო ფორმა არის შემდეგი:

>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

[თარიღი]
საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტს
ბ-ნ გიორგი გერსამია

საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაციის წევრის,
მცხოვრები: [ამა და ამ მისამართზე]
ტელეფონი: [123 123 123]
[სახელი გვარი]

დეპარატამენტში გაწევრიანების განაცხადი

გთხოვთ, ნება დამრთოთ გავწევრიანდე [ამა და ამ დეპარტამენტში], რადგან მაინტერესებს [ესა და ეს] და ვიცი [ესა და ეს]. ამ განაცხადს თან ერთვის დამადასტურებელი დოკუმენტები [ჩემი CV ანდა სხვა რამე].

პატივისცემით,
[სახელი გვარი]

[აქ ხელის მოწერა]

>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

 

თითოეულ დეპარტამენტს ყავს თავის ლიდერი (ანუ ხელმძღვანელი). რომელსაც დეპარტამენტის წევრთა წარდგინებით ან პირდაპირი წესით ნიშნავს ასოციაციის პრეზიდენტი გამგეობის წევრებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.

დეპარტამენტის ლიდერი ასოციაციის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გეგმავს დეპარტამენტის საქმიანობას. ხოლო შემდეგ დამოუკიდებლად ახორციელებს დეპარტამენტის მართვას.

თითოეული დეპარტამენტის ლიდერი ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე. ლიდერი მოკლე წერილებით ანგარიშ უგზავნის პრეზიდენტს, ყოველი თვის მომდენო თვის 10 რიცხვამდე.

 

დეპარატამენტის თვიური ანგარიში“-ს სამაგალითო ფორმა არის შემდეგი:

>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

[თარიღი]
საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტს
ბ-ნ გიორგი გერსამია

საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაციის
[ამა და ამ]
დეპარტამენტის ლიდერის
ტელეფონი: [123 123 123]
[სახელი გვარი]

[ამა და ამ თვის] ანგარიში

მოგახსენებთ რომ ამა წლის [ამა და ამ თვეს]:

დეპარტამენტში განხორციელდა: [აქ დაწერთ რა განხორციელდა და რა შედეგი მიიღეთ];

დეპარტამენტში არის პრობლემები: [თუ არის პრობლემები აქ დაწერთ, თუ რა პრობლემებია, როგორ უნდა გამოსწორდეს, ვისი დახმარება გჭირდებათ, რამდენ ხანში უნდა გამოსწორდე];

დეპარტამენტის უახლესი გეგმები: [რა უნდა გაკეთდეს, როდის, ვისი დახმარებაა საჭირო];

იდეები და წინადადებები: [რა იდეა გაქვთ, მოსაზრება, რა არის საჭირო მის განსახორციელებლად და როდის უნდა განხორციელდეს]

სხვა საკითხები: [სხვა ნებისმიერ საკითხზე თუ გსურთ აქ შეგიძლიათ დაწეროთ]

პატივისცემით,
[სახელი გვარი]

[აქ ხელის მოწერა]

>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

სასურველია ანგარიში წარმოადგინოთ MS Word-ის (ანუ .doc ან .docx) ფორმატის ფალში. ან .pdf ფაილის ფორმატში მაინც. ფაილის დასახელება სასურველი ასე გამოიყურებოდეს: [ესა და ეს დეპარტემენტი][2015 წლის ამა და ამ თვის ანგარიში]. ელ-ფოსტის საბჯექტშიც იგივე უნდა ჩაიწეროს: [ესა და ეს დეპარტემენტის][2015 წლის ამა და ამ თვის ანგარიში].

 

join-us

გაწევრიანების უპირატესობა

ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ მიიღებს მთელ რიგ უპირატესობას და დიდ სარგებელს.

ვრცლად

android-georgia-facebook-banner

androidgeorgia.ge-portal-banner

ჩვენი პუბლიკაციები

admission-procedure-small

სემინარები, ტრეინინგები, კონკურსები

4.02.05.Seminar participants GE

ასოციაცია რეგულარულად ატარებს სემინარებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს, კონკურსებს, ვიქტორინებს და სხვა როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

ვრცლად

ღონისძიებების კალენდარი

ნოემბერი 2024
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

Login Form

მოგვწერე წინადადებები

თუ გაქვთ მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გადადით კონტაქტის გვერდზე და მოგვწერეთ.

გადასვლა