ასოციაციის სტრუქტურა ასახავს ასოციაციის მიზნებს და ამოცანებს. მის მთავარი შემადგენელი ნაწილებია დეპარტამენტები.
ასოციაციის მმართველი სათათბირო ორგანოა გამგეობა. გამგეობა შედგება მაქსიმუმ 10 წევრისგან.
მოვალეობა: ასოციაციის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შედგენა. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. დეპარტამენტების წევრებისა და ლიდერების დანიშვნაზე რეკომენდაციის გაცემა. პრეზიდენტის დახმარება გადაწყვეტილებების მიღების საკითხში.
ასოციაციას წარმოადგენს და მართავს ასოციაციის პრეზიდენტი.
მოვალეობა: ასოციაციის მართვა. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ასოციაციის დეპარტამენტების წევრებისა და ლიდერების დანიშვნა. ასოციაციის ფინანსური და მატერიალური რესურსების განკარგვა. ასოციაციის სახელით მოქმედება და ასოციაციის წარმოდგენა სხვადასხვა სუბიექტებთან.
სენატი შედგება მაქსიმუმ 15 წევრისგან, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან ასოციაციის გამგეობის წევრები და პრეზიდენტი. სენატი არის სათათბირო ორგანო და განიხილავს ასოციაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს და რეკომენდაციას გასცემს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე.
კონგრესი შედგება მაქსიმუმ 50 წევრისგან. კონგრესი არის გაფართოებული სათათბირო ორგანო. რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან სენატის წევრები, ასოციაციის გამგეობის წევრები და პრეზიდენტი. კონგრესი მოისმენს და განიხილავს ასოციაციის წევრების და მართვის ორგანების მიერ დაყენებულ საკითხებს. იძლევა რეკომენდაციებს და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას ახდენს ასოციაციის წევრებს შორის.
ოფის მენეჯერი პასუხისმგებელია ოფისის ადმინისტრირებაზე.
ასოციაციის მამოძრავებელი ძალია არის მის დეპარტამენტები. თითოეული ასოციაციის წევრი შეიძლება გაწევრიანებული იყოს რამდენიმე დეპარტამენტში, მის სურვილით და ასოციაციის პრეზიდენტის თანხმობით. დეპარტამენტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შეამცირეს ასოციაციის საქმიანობიდან გამომდინარე. დეპარტამენტების საორიენტაციო სია არის შემდეგი:
თითოეული დეპარტამენტის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმალური წევრების რაოდენობა განისაზღვრება თითოეული დეპარტამენტისთვის ცალ-ცალკე და მისი საფუძველია დადგინდეს ეფექტიანი რაოდენობის მაქსიმალური ზღვარი.