საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია, გარდა საიტის მენიუ "საქმიანობაში" აღნიშნული მომსახურებისა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევს სხვა უფასო და ფასიან მომსახურებას, კერძოდ:
- ანდროიდის აპლიკაციების დამზადება;
- სხვა ორგანიზაციების/კომპანიების ანდროიდის აპლიკაციების ტესტირება და შედეგებზე ოფიციალური დასკვნის გაცემა;
- სხვადასხვა სმარტფონების, აპლიკაციების და მოწყობილობების ვიდეო და ბეჭდური მიმოხილვების გაკეთება;
- ინდივიდუალური ხელოსნებზე და სახელოსნოების/სერვის ცენტრებზე ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა და აკრედიტაცია;
- ინდივიდუალური გამყიდველების და დიდი მაღაზიების, სხვა ტიპის კომპანიების ასოციაციის საიტის რეკომენდებული ვენდორების გვერდზე განთავსება საქმიანობის მოკლე ინფორმაციით;
- სხვა დასხვა ტიპის ვებ-საიტების და ვებ აპლიკაციების დამზადება, როგორც პოპულარული CMS ბაზაზე, ისე ინდივიდუალური პროექტით;
- ორგანიზაციებისთვის/კომპანიებისთვის თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვაში და ტექნიკის შეძენაში კონსულტაციების გაცემა;
- ორგანიზაციებისთვის/კომპანიებისთვის საოფისე და საწარმოო პროცესების ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილების შემუშავება და დანერგვა;
- მოქალაქეების და ორგანიზაცია/კომპანიის თანამშრომლებისთვის ტრეინინგების ჩატარება და კვალიფიკაციის ამაღლება;
შენიშვნა: ზემოთ აღნიშნული მომსახურებების ჩამონათვალის დამუშავების პროცესშია. ასოციაციაში შესაბამისი დეპარტამენტების შექმნა-განვითარებასთან ერთად მომსახურების ზოგიერთი სახე გაუქმდება, ზოგი დაემატება და ზოგი ცალკე გვერდზე გადავა და დეტალურად აღიწერება.