საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია (www.gaua.ge) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: - ფანდრაიზერი / დაფინანსების მოძიების მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხანგრძლივობა: მუდმივი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, შეთანხმებით, შესაძლებელია შეთავსებით
ზოგადი ინფორმაცია:
ასოციაციის და მისი პროექტების დაფინანსებისთვის საჭიროა დონორების, მეცენატების და სპონსორების მოძიება და მათთან თანამშრომლობა, რომლის განხორციელებაც დაევალება ფანდრაიზერს.
მოვალეობები:
- ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან შედეგიანი თანამშრომლობა;
- თანხის მოზიდვა პროექტების განსახორციელებლად;
- საგრანტო განაცხადებისა და პროექტების მომზადება და წარდგენა;
- პოტენციური დონორებისთვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
- პოტენციურ დონორებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
- უცხოური ფონდების მოძიება, მიმოწერისა და მოლაპარაკებების წარმოება;
- ფანდრაიზინგის სტრატეგიის შემუშავება, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა ფონდების დივერსიფიცირების გზით;
- დონორთა ვებ-გვერდების მონიტორინგი და ასოციაციის მიზნების შესაბამისი საგრანტო კონკურსების იდენტიფიცირება;
- დონორების ბაზის რეგულარული განახლება, თითოეულის პროფილის, პრიორიტეტების და სტანდარტების ცოდნა;
მოთხოვნები:
- გამოცდილება ფანდრაიზინგში;
- სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
- საგრანტო განაცხადების, ბიზნეს-გეგმების და პროექტების წერის გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- კომპიუტერის და ინტერნეტის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
- მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- მოწესრიგებული გარეგნობა, ბეჯითი, სხარტად მოაზროვნე;
ანაზღაურება:
- გამომუშავებით; ასოციაცია უზრუნველყოფს განვითარების და მაღალი ხელფასის გამომუშავების საშუალებას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:
- მოკლე CV ფოტოსურათით;
- (სასურველია) წერილი, სადაც ჩამოთვლით თუ დღემდე ფანდრაიზინგის სფეროში რა გაგიკეთებიათ. და, ასევე, მოკლედ აღწერთ თუ როგორ აპირებთ ჩვენს ასოციაციაში ფანდრაიზინგის განხორციელებას.
ელ-ფოსტის მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. . ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "Fundraiser (for GAUA)".