საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია (www.gaua.ge) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: HR მენეჯერი
ვაკანსიის რაოდენობა: 2 ადგილი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხანგრძლივობა: მუდმივი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, შეთანხმებით
მოვალეობები:
- ასოციაციის ვაკანსიების განცხადებების განთავსება ვაკანსიების საიტებზე;
- ასოციაციის ვაკანსიებზე აპლიკაციების მიღება, განხილვა და დახარისხება;
- ასოციაციისთვის კადრების შერჩევა და გასაუბრება;
მოთხოვნები:
- სასურველია HR მენეჯმენტში თეორიული ან პრაქტიკული გამოცდილების ქონა;
- საკუთარი მოწესრიგებული ლეპტოპი;
- მოწესრიგებული გარეგნობა, ბეჯითი, სხარტად მოაზროვნე;
- კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნა საკმარისია საშუალო დონეზე;
ანაზღაურება:
- მოხალისე ანუ ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული, მაგრამ შესაძლებელია ანაზღაურების გამომუშავებაც სხვა პროექტებში მონაწილეობის პროცესში;
ასოციაცია უზრუნველყოფს:
- HR მენეჯმენტში კვალიფიკაციის ამაღლებას და სტაჟირების გავლას, კადრების მართვის და დასაქმების დეპარტამენტის სრული სამუშაო პროცესის გაცნობას;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- მინიმალურ დატვირთვას;
- დეპარტამენტში მუშაობის ანდა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას ასოციაციის პრეზიდენტის ხელმოწერით;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ მოკლე CV ფოტოსურათით ელ-ფოსტის მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. . ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HR Manager (for GAUA)".