ჩვენი ასოციაცია არის განსაკუთრებული, უნიკალური და აერთიანებს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს განურჩევლად პროფესიის, ასაკის, სქესის, რასის და იმის მიუხედავად არის ამჟამად ანდროიდის მომხმარებელი თუ არა. ჩვენ ვქმნით საქართველოში ყველზე პლურალისტულ, დემოკრატიულ, თავისუფალ, გახსნილ, სოლიდარულ და განათლებულ საზოგადოებას.
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ტექნოლოგიურ პროგრესს ნებისმიერი მიმართულებით, ჩვენ ისევე ინტერესით განვიხილავთ და ვეუფლებით ნოვაციებს Google, Apple, Microsoft, Linux, Oracle, Adobe და სხვა პლატფორმებიდან. მაგრამ Android არის ჩვენი ფლაგმანი, თანამედროვეობის რევოლუციური წინსვლა და უკვე დარგის ლიდერიც. მისი წარმატება ეფუძნება შემდგ უპირატესობებს: გახსნილი სისტემა, მოქნილობა, მრავალფუნქციურობა, დინამიური განვითარება, საზოგადოების ფართო მასების ჩართულობა და ყოვლისმოცვა.
ინფორმირება
ასოციაციის მისაა საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება თანამდეროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათ შორის ანდროიდის შესახებ. მომხმარებელმა უნდა იცოდნენ მეტი, რათა თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე გააკეთონ სწორი არჩევანი და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ტექნიკა. მოქალაქეებმა უნდა გაიუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება, ხოლო ორგანიზაციებმა უნდა აამაღლონ თავიანთი პროდუქტიულობა.
კონსოლიდაცია
ჩვენ ვახდენთ პროგრესული განათლების და გამოცდილების მქონე საზოგადობის წევრების კონსოლიდირებას. მოვიზიდავთ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანებს და უზრუნველვყოფთ მათ შორის სასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ხელს ვუწყობთ საერთო ინტერესების და მისწრაფების მქონე ადამიანების გაერთიანებას, ჩვენი საზოგადოების წევრების ინტერესების დაცვას და გაძლიერებას.
ორგანიზებულობა
საზოგადოების ჯანსაღ აქტივობას ჭირდება ორგანიზება, პროცესების მართვა. საზოგადების ორგანიზებული მოქმედებისთვის საჭიროა შესაბამისი სტრუქტურული ელემენტების შექმნა, მათი კოორდინირებული და ურთიერთდაკავშირებული მოქმედება. საჭიროა ჩვენი საზოგადოების სხვა სოციალურ ჯგუფებთან სასარგებლო ურთიერთობა. აუცილებელია საზოგადოების მუდმივ განვითარებაზე და გაზრდაზე ზრუნვა.