logo

sitemap

საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია (www.gaua.ge) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ღონისძიებების (ივენთ) მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ხანგრძლივობა: მუდმივი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, შეთანხმებით, შესაძლებელია შეთავსებით

ზოგადი ინფორმაცია:

ასოციაციაში უნდა შეიქმნას ღონისძიებების (ივენთების) მართვის სამსახური, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, როგორც ასოციაციისთვის, ისე საზოგადოების დაკვეთით (ფასიანი მომსახურება). ღონისძიებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის: სამეცნიერო, სასწავლო, გასართობი და სარეკლამო. და ღონისძიებები შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, მაგალითად: კონფერენციები, ფესტივალები, სემინარები, აქციები, პრეზენტაციები, კონკურსები, ვიქტორინები.

მოვალეობები:

  • ივენთების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ივენთების სპონსორების და პარტნიორების მოძებნა;
  • სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი საინტერესო ივენთების მოძიება და მასში ასოციაციის ჩართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ივენთების რესურსების აუთსორსინგის უზრუნველყოფა და ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან ურთიერთობა;
  • კლიენტების მოზიდვა და ურთიერთობის დამყარება;
  • მასმედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა;
  • შესაბამისი დარგის თვალსაჩინო წარმომადგენელებთან ურთიერთობა;
  • ასოციაციის დაგეგმილი ივენთების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კავშირები შესაბამის ორგანიზაციებთან, ჯგუფებთან, პირებთან;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერის და ინტერნეტის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება;
  • მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გაყიდვების ცოდნა და შედეგიანი ურთიერთობების აწყობის უნარი;
  • მოწესრიგებული გარეგნობა, ბეჯითი, სხარტად მოაზროვნე;

ანაზღაურება:

  • გამომუშავებით; ასოციაცია უზრუნველყოფს განვითარების და მაღალი ხელფასის გამომუშავების საშუალებას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:

  1. მოკლე CV ფოტოსურათით;
  2. (სასურველია) წერილი, სადაც ჩამოთვლით თუ დღემდე რომელი ივენთები დაგიგეგმავთ და განგიხორციელებიათ. და, ასევე, მოკლედ აღწერთ თუ როგორ აპირებთ ჩვენს ასოციაციაში ივენთების სამსახურის შექმნას და ამუშავებას.

ელ-ფოსტის მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ღონისძიებების (ივენთ) მენეჯერი (for GAUA)".

 

join-us

გაწევრიანების უპირატესობა

ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ მიიღებს მთელ რიგ უპირატესობას და დიდ სარგებელს.

ვრცლად

android-georgia-facebook-banner

androidgeorgia.ge-portal-banner

ჩვენი პუბლიკაციები

admission-procedure-small

სემინარები, ტრეინინგები, კონკურსები

4.02.05.Seminar participants GE

ასოციაცია რეგულარულად ატარებს სემინარებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს, კონკურსებს, ვიქტორინებს და სხვა როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

ვრცლად

ღონისძიებების კალენდარი

დეკემბერი 2024
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

Login Form

მოგვწერე წინადადებები

თუ გაქვთ მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გადადით კონტაქტის გვერდზე და მოგვწერეთ.

გადასვლა