logo

sitemap

GAUA-Org-Chart-GEO

 

ასოციაციის სტრუქტურა ასახავს ასოციაციის მიზნებს და ამოცანებს. მის მთავარი შემადგენელი ნაწილებია დეპარტამენტები.

 

ასოციაციის მმართველი სათათბირო ორგანოა გამგეობა. გამგეობა შედგება მაქსიმუმ 10 წევრისგან.
მოვალეობა: ასოციაციის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შედგენა. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. დეპარტამენტების წევრებისა და ლიდერების დანიშვნაზე რეკომენდაციის გაცემა. პრეზიდენტის დახმარება გადაწყვეტილებების მიღების საკითხში.

 

ასოციაციას წარმოადგენს და მართავს ასოციაციის პრეზიდენტი.
მოვალეობა: ასოციაციის მართვა. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ასოციაციის დეპარტამენტების წევრებისა და ლიდერების დანიშვნა. ასოციაციის ფინანსური და მატერიალური რესურსების განკარგვა. ასოციაციის სახელით მოქმედება და ასოციაციის წარმოდგენა სხვადასხვა სუბიექტებთან.

 

სენატი შედგება მაქსიმუმ 15 წევრისგან, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან ასოციაციის გამგეობის წევრები და პრეზიდენტი. სენატი არის სათათბირო ორგანო და განიხილავს ასოციაციისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს და რეკომენდაციას გასცემს ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებზე.

 

კონგრესი შედგება მაქსიმუმ 50 წევრისგან. კონგრესი არის გაფართოებული სათათბირო ორგანო. რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან სენატის წევრები, ასოციაციის გამგეობის წევრები და პრეზიდენტი. კონგრესი მოისმენს და განიხილავს ასოციაციის წევრების და მართვის ორგანების მიერ დაყენებულ საკითხებს. იძლევა რეკომენდაციებს და შეთანხმებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას ახდენს ასოციაციის წევრებს შორის.

 

ოფის მენეჯერი პასუხისმგებელია ოფისის ადმინისტრირებაზე.

 

ასოციაციის მამოძრავებელი ძალია არის მის დეპარტამენტები. თითოეული ასოციაციის წევრი შეიძლება გაწევრიანებული იყოს რამდენიმე დეპარტამენტში, მის სურვილით და ასოციაციის პრეზიდენტის თანხმობით. დეპარტამენტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ან შეამცირეს ასოციაციის საქმიანობიდან გამომდინარე. დეპარტამენტების საორიენტაციო სია არის შემდეგი:

  • დონორებთან და სპონსორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • განათლების და ტრენინგების დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • ვებ დეველოპმენტის დეპარტამენტი;
  • იდეების და ახალი პროექტების განხილვის დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • კადრების მართვის და დასაქმების დეპარტამენტი;
  • ანდროიდ დეველოპმენტის დეპარტამენტი;
  • ასოციაციისთვის პარტნიორების მოძიების დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • ღონისძიებების მართვის დეპარტამენტი;
  • Hard ინჟინერთა დეპარტამენტი;
  • Android Georgia ფეისბუქ ჯგუფის ადმინისტრაცია;
  • მულტიმედია პროდაქშენის დეპარტამენტი;
  • გრაფიკოს-დიზაინერთა დეპარტამენტი;
  • ანდროიდის ბიზნეს და სხვა სფეროში ექსპანსიის და გამოყენების მართვის დეპარტამენტი;

 

თითოეული დეპარტამენტის წევრთა რაოდენობა შეზღუდულია, მაქსიმალური წევრების რაოდენობა განისაზღვრება თითოეული დეპარტამენტისთვის ცალ-ცალკე და მისი საფუძველია დადგინდეს ეფექტიანი რაოდენობის მაქსიმალური ზღვარი.

 

join-us

გაწევრიანების უპირატესობა

ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ მიიღებს მთელ რიგ უპირატესობას და დიდ სარგებელს.

ვრცლად

android-georgia-facebook-banner

androidgeorgia.ge-portal-banner

ჩვენი პუბლიკაციები

admission-procedure-small

სემინარები, ტრეინინგები, კონკურსები

4.02.05.Seminar participants GE

ასოციაცია რეგულარულად ატარებს სემინარებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს, კონკურსებს, ვიქტორინებს და სხვა როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

ვრცლად

ღონისძიებების კალენდარი

მარტი 2024
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

Login Form

მოგვწერე წინადადებები

თუ გაქვთ მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გადადით კონტაქტის გვერდზე და მოგვწერეთ.

გადასვლა