logo

sitemap

ასოციაციის სახელწოდება:

  • სრულად ქართულად: საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია
  • სრულად ინგლისურად: Georgian Android Users Association
  • მოკლედ ქართულად: ანდროიდ საქართველო
  • მოკლედ ინგლისურად: Android Georgia
  • აბრევიატურა ქართულად: სამა
  • აბრევიატურა ინგლისურად: GAUA

ასოციაციის სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი.

ასოციაციის მისია არის:
საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება თანამდეროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათ შორის ანდროიდის შესახებ. პროგრესული განათლების და გამოცდილების მქონე საზოგადობის წევრების კონსოლიდირება და ორგანიზებული აქტიურობის უზრუნველყოფა.

ასოციაციის საქმიანობის ფუნდამენტალური პრინციპებია: დემოკრატია, თავისუფლება, გახსნილობა, სოლიდარობა და განათლება.

  1. დემოკრატია - გულისხმობს, რომ ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ერთპიროვნულად, არამედ ჯგუფურად და ასოციაციაში საყოველთაო განხილვის საფუძველზე, რისთვისაც უმეტესად გამოკითხვებს ვაწყობთ და ხმათა უმრავლესობით ვიღებთ გადაწყვეტილებას.
  2. თავისუფლება - გულისხმობს, რომ როგორც ასოციაცია, ისე მისი წევრები თავისუფალი არიან გამოთქვან თავისი აზრი ნებისმიერ საკითხზე, ეს არის პირის კონსტიტუციური და საეთაშორისო სამართლის უფლება.
  3. სოლიდარობა - გულისხმობს, რომ ჩვენს ასოციაციაში ერთმანეთს ვეხმარებით, მხარში ვუდგავართ, გვაკავშირებს საერთო ინტერესები და მისწრაფებები.
  4. გახსნილობა - გულისხმობს, რომ ჩვენს ასოციაციაში საკითხს განვიხილავთ ღიად და სრული ინფორმაციის მიწოდებით ყველასთვის. ჩვენთან ასოციაციის წევრებისთვის დაფარული და განსაიდუმლებული საკითხები არ არსებობს.
  5. განათლება - გულისხმობს, რომ ანდროიდის საზოგადოების წევრები გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, განათლების დონით და წყურვილით, თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის ინტერესით.

ასოციაციის საქმიანობის მიზნები:

  1. ანდროიდის და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება;
  2. ანდროიდის და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;
  3. ანდროიდის და ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების, წვრთნის და განათლების ორგანიზება;
  4. უცხოეთი ანალოგიურ ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება, თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება;
  5. ყველა ის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

join-us

გაწევრიანების უპირატესობა

ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ მიიღებს მთელ რიგ უპირატესობას და დიდ სარგებელს.

ვრცლად

android-georgia-facebook-banner

androidgeorgia.ge-portal-banner

ჩვენი პუბლიკაციები

admission-procedure-small

სემინარები, ტრეინინგები, კონკურსები

4.02.05.Seminar participants GE

ასოციაცია რეგულარულად ატარებს სემინარებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს, კონკურსებს, ვიქტორინებს და სხვა როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

ვრცლად

ღონისძიებების კალენდარი

აპრილი 2024
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

Login Form

მოგვწერე წინადადებები

თუ გაქვთ მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გადადით კონტაქტის გვერდზე და მოგვწერეთ.

გადასვლა