logo

sitemap

ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ვისთვისაც მისაღებია ასოციაციის მიზნები. ასოციაციაში გასაწევრიანებლად არ არის აუცილებელი, რომ პირადად ფლობდეთ ანდროიდის სმარტფონს, საკმარისია მხოლოდ თქვენი სურვილი რომ გაეცნოს ანდროიდს და თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.

ასოციაციაში არის წევრობის სხვადასხვა ტიპები. წევრობა არის უფასო და ფასიანი. ფასიან წევრებს ექნებათ დამატებითი უფლებები და პრივილეგიები. თუმცა ბევრი ადამიანისთვის უფასო წევრობაც საკმარისია. წევრობის თითოეული ტიპი დეტალურად აღწერილია ქვემოთ.

 

1. ასოცირებული წევრი

საწევროს ოდენობა: უფასო.
ვინ შეიძლება გაწევრიანდეს: ნებისმიერი ადამიანი.
პრივილეგიები:

  • მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც ასოცირებული წევრების მიღება დაშვებულია (მაგალითად: კონფერენცია, სემინარი, ტრეინინგი, კონკურსი, შეხვედრა და ასე შემდეგ);
  • გაწევრიანდეს ასოციაციის იმ პროექტებში, სადაც ასოცირებული წევრების მონაწილეობა დაშვებულია.

 

2. სტანდარტული წევრი

საწევროს ოდენობა: წელიწადში 30 ლარი.
ვინ შეიძლება გაწევრიანდეს: ნებისმიერი ადამიანი.
პრივილეგიები:

  • მიიღებს ყველაფერს რასაც ასოცირებული წევრი ღებულობს და დამატებით, მიიღებს:
    • უპირატესობას ასოციაციის უფასო ღონისძიებებში მონაწილეობაზე;
    • უპირატესობას ასოციაციის უფასო პროექტებში მონაწილეობაზე;
    • ანდროიდის ტექნიკის პროგრამული პრობლემების უფასოდ მოგვარება და აღდგენა;
    • ფასდაკლებას ფასიან ღონისძიებაში და პროექტებში მონაწილეობაზე;
    • ასოციაციის კუთვნილი ვებსაიტების უცხო პირებისგან დახურული გვერდების ნახვის უფლებას;
    • ასოციაციის სპეციალურ დახურულ სოციალურ ჯგუფში გაწევრიანების უფლებას;
    • ასოციაციის ერთი ან რამდენიმე დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის უფლებას;
    • ასოციაციის მართვის და სათათბირო ორგანოებში არჩევის ანდა დანიშვნის უფლებას;
    • გადაეცემათ ასოციაციისთვის სპონსორების მიერ ნაჩუქარი მატერიალური და არამატერიალური საჩუქრები;
    • ასოციაცია შესაძლებლობების ფარგლებში დაიცავს მის უფლებებს საზოგადოებაში (მაგალითად: მობილურ ოპერატორთან, მომსახურების და სხვა ნივთების გამყიდველთან, სოციალურ ქსელში მის მიმართ დისკრიმინაციის გამოვლენის დროს და ასე შემდეგ);
    • საზღვარგარეთის გაცვლით პროგრამებში და დელეგაციებში მონაწილეობის უფლება;
    • გაეწევათ სხვადასხვა უფასო კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებზე ასოციაციის კომპეტენციის ფარგლებში;

 გაწევრიანება

 

3. საქმიანი ინდივიდის საწევრო

საწევროს ოდენობა: წელიწადში 60 ლარი.
ვინ შეიძლება გაწევრიანდეს: ნებისმიერი ადამიანი რომელიც რაიმე ფორმით ბიზნესს ეწევა, ან მცირე ზომის კომპანია/ორგანიზაცია სადაც დასაქმებულია 3-მდე თანამშრომელი.
პრივილეგიები:

  • მიიღებს ყველაფერს რასაც სტანდარტული წევრი ღებულობს და დამატებით, მიიღებს:
    • უფლებას მოხვდეს ასოციაციის მიერ რეკომენდებული გამყიდველის ან კომპანიის/ორგანიზაციის გვერდზე;

გაწევრიანება 

 

4. საშუალო ზომის კომპანიის/ორგანიზაციის საწევრო

საწევროს ოდენობა: წელიწადში 150 ლარი.
ვინ შეიძლება გაწევრიანდეს: კომპანია/ორგანიზაცია სადაც დასაქმებულია 4-დან 20-მდე თანამშრომელი.
პრივილეგიები:

  • მიიღებს ყველაფერს რასაც სტანდარტული წევრი ღებულობს და დამატებით, მიიღებს:
    • უფლებას მოხვდეს ასოციაციის მიერ რეკომენდებული გამყიდველის ან კომპანიის/ორგანიზაციის გვერდზე;

გაწევრიანება 

 

5. მსხვილი ზომის კომპანიის/ორგანიზაციის საწევრო

საწევროს ოდენობა: წელიწადში 300 ლარი.
ვინ შეიძლება გაწევრიანდეს: კომპანია/ორგანიზაცია სადაც დასაქმებულია 21 და მეტი თანამშრომელი.
პრივილეგიები:

  • მიიღებს ყველაფერს რასაც სტანდარტული წევრი ღებულობს და დამატებით, მიიღებს:
    • უფლებას მოხვდეს ასოციაციის მიერ რეკომენდებული გამყიდველის ან კომპანიის/ორგანიზაციის გვერდზე;

გაწევრიანება 

 

ასოციაციში ფასიანი წევრის გაწევრიანებისთვის საჭიროა:

  1. აქ http://billing.gaua.ge/cart.php აირჩიოთ წევრობის ფორმა და შეუკვეთოთ. ავტომატურად გამოიწერება გადასახდელი ინვოისი და მოგივათ ელ-ფოსტაზე.
  2. ინვოისის მიხედვით გადარიცხეთ თანხა ასოციაციის ანგარიშზე საბანკო ანგარიშზე. ასოციაციის ანგარიშზე თანხის მიღების დროს ასოციაციის თანამშრომელი დაადასტურებს ინვოისის გადახდას, შესაბამისი შეტყობინება მოგივათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ-ფოსტაზე. (თახის მიღებას 1-2 საბანკო დღე ჭირდება).
  3. (ასევე, მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის) This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. მისამართზე გამოაგზავნეთ დასკანერებული პირადობის მოწმობა თქვენს მიერ დარეგისტრირებულ ელ-ფოსტიდან ეთეჩმენთის სახით.

 

join-us

გაწევრიანების უპირატესობა

ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ მიიღებს მთელ რიგ უპირატესობას და დიდ სარგებელს.

ვრცლად

android-georgia-facebook-banner

androidgeorgia.ge-portal-banner

ჩვენი პუბლიკაციები

admission-procedure-small

სემინარები, ტრეინინგები, კონკურსები

4.02.05.Seminar participants GE

ასოციაცია რეგულარულად ატარებს სემინარებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს, კონკურსებს, ვიქტორინებს და სხვა როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

ვრცლად

ღონისძიებების კალენდარი

მარტი 2024
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

Login Form

მოგვწერე წინადადებები

თუ გაქვთ მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გადადით კონტაქტის გვერდზე და მოგვწერეთ.

გადასვლა