logo

sitemap

logos-make-a-thon

საქართველოს ანდროდის მომხამრებელთა ასოციაციის მხარდაჭერით შავი ზღვის უნივერსიტეტი ატარებს მეიქათონს (Make-a-thon).

თუ თქვენ ხართ აქტიური და კრეატიული ადამიანი, მაშინ მეიქათონის მეშვეობით შანსი გეძლევათ რეალობად აქციოთ თქვენი იდეები და მიიღოთ ტექნიკური და ადამიანური რესურსებით მხარდაჭერა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „რობოტიკის კლუბის“ წარმომადგენელმა გიორგი უსანეთაშვილმა გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში, რის შედეგადაც სექტემბრის თვეში შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩატარდება მეიქათონი (Make-a-thon).

კონკურსის შესახებ

3 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) საქართველოს ანდროდის მომხამრებელთა ასოციაციის (GAUA) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება მეიქათონი (Make-a-thon).

Make-a-thon არის კონკურსი, სადაც იდეები იქცევიან პროტოტიპებად. შემოქმედი (MAKERS) და საინტერესო იდეების მქონე ადამიანები, ასევე პროგრამისტები (HACKERS) და მეწარმეები იკრიბებიან და მუშაობენ დასმულ საკითხზე ჯგუფურად, უწყვეტ დროში. ორ დღეში გუნდებმა უნდა წარადგინონ ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული პროდუქტი.

მეიქათონის მიზანია თავი მოუყაროს განათლებულ და ნიჭიერ სპეცილისტებს, რათა მათ გადაჭრან სოფლის მეუნრნეობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს იქნება: მორწყვის, სეტყვისგან დაცვის, მოხვნის, დათესვის, მოსავლის აღების, ენერგო მომარაგების, შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის და სხვა მსგავსი სირთულეების იოლად გადასაჭრელად. ამ კონკურსზე მონაწილეებს ექნებათ ტექნიკური მხარდაჭერა, იმისათვის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სირთულეები გადაწყვიტონ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ისე, რომ მოსავლის მოყვანის ხარჯები შემცირებული იქნას და მოსავალი დავიცვათ შემთხვევითი განადგურებისაგან.

კონკურსი გათვლილია 16-60 წლამდე ადამიანებისთვის, რომლებსაც საშუალო დონეზე გააჩნიათ ელექტრო სქემებისა და ავტომატიზირებული სისტემების შესახებ ცოდნა.

სავალდებულოა არ არის მონაწილეები ერკვეოდნენ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებში მათ უნდა იცოდნენ: (თანამედროვე ელექტრო მოწყობილობები) ან (ჰიდრავლიკური და მექანიკური ავტომატიზირების საშვალებები).

სულ დაკომპლექტდება 10 ჯგუფი ლოტოტრონის პრინციპით.

კონკურსის გეგმა

3-4 ოქტომბერს, პროგრამის პირველივე დღეებში, მონაწილეებს შეხვდებათ სოფლისმეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად იქნება მოწვეული კონკურსზე. ექსპერტები მონაწილეებს მისცემენ რჩევებს და დაეხმარებიან მიზნების სწორად დასახვაში.

4-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით მეიქათონის მონაწილეები იდეების განვითარებაზე და საჭირო მასალების სიის შედგენაზე იმუშავებენ.

12-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ორგანიზატორები კონკურსანტებს პროტოტიპების შექმნისთვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფენ.

17-18 ოქტომბერს გაიმართება გუნდებში ერთობლივი მუშაობის პროცესი და შექმნიან პროდუქტს/პროტოტიპს, რომელსაც წარუდგენენ ჟიურის, რომლებიც სპეციალურად იქნებიან მოწვეულნი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი და გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია. Make-a-thon-ის გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საჩურად გადასცემს CY3210PsocEval1 და CY8CKIT-059 PSOC 5LP Prototyping Kit-ის მოწყობილობებს.

მეიქათონის კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:

http://cte.ibsu.edu.ge/robot/index.php/registration

რეგისტრაცია მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

      join-us

      გაწევრიანების უპირატესობა

      ასოციაციაში გაწევრიანებით თქვენ მიიღებს მთელ რიგ უპირატესობას და დიდ სარგებელს.

      ვრცლად

      android-georgia-facebook-banner

      androidgeorgia.ge-portal-banner

      ჩვენი პუბლიკაციები

      admission-procedure-small

      სემინარები, ტრეინინგები, კონკურსები

      4.02.05.Seminar participants GE

      ასოციაცია რეგულარულად ატარებს სემინარებს, ტრეინინგებს, კონფერენციებს, კონკურსებს, ვიქტორინებს და სხვა როგორც საგანმანათლებლო, ასევე შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს.

      ვრცლად

      ღონისძიებების კალენდარი

      სექტემბერი 2019
      1
      2 3 4 5 6 7 8
      9 10 11 12 13 14 15
      16 17 18 19 20 21 22
      23 24 25 26 27 28 29
      30

      Login Form

      მოგვწერე წინადადებები

      თუ გაქვთ მოსაზრებები ან წინადადებები, გთხოვთ გადადით კონტაქტის გვერდზე და მოგვწერეთ.

      გადასვლა