საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია (www.gaua.ge) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ტრეინინგ ცენტრის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
ხანგრძლივობა: მუდმივი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, შეთანხმებით, შესაძლებელია შეთავსებით

ზოგადი ინფორმაცია:

ასოციაციაში უნდა შეიქმნას ტიპიური სრულფასოვანი ფართე პროფილის ტრეინინგ ცენტრი. ჩატარდება როგორც ფასიანი, ისე უფასო ტრეინინგები; როგორც ასოციაციის წევრებისთვის, ისე არა ასოციაციის წევრებისთვის ანუ საზოგადებისთვის. ტრეინინგები ჩატარდება როგორც ანდროიდში და ინფორმაციული ტექნოლოგიებში, ისე სხვა ნებისმერ პოპულარულ თემატიკაზე: ბუღალტერია, მარკეტინგი, მენეჯმენტი და სხვა.

მოვალეობები:

  • ცენტრის ჩამოყალიბება და განვითარება;
  • ცენტრის საქმიანობის დაგეგმვა;
  • პრიორიტეტული ტრეინინგების განსაზღვრა და ჩატარების ორგანიზება;
  • ტრენერების შერჩევა;
  • მსმენელთა მოზიდვა, რეგისტრაცია და ტრეინინგის ხარისხის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში ტრეინინგების რესურსების აუთსორსინგის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

  • ტრეინინგ ცენტრში ან სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერის და ინტერნეტის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მოწესრიგებული გარეგნობა, ბეჯითი, სხარტად მოაზროვნე;

ანაზღაურება:

  • გამომუშავებით; ასოციაცია უზრუნველყოფს განვითარების და მაღალი ხელფასის გამომუშავების საშუალებას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ:

  1. მოკლე CV ფოტოსურათით;
  2. (სასურველია) წერილი, სადაც მოკლედ აღწერთ თუ როგორ აპირებთ ტრეინინგ ცენტრის შექმნას და ამუშავებას.

ელ-ფოსტის მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტრეინინგ ცენტრის მენეჯერი (for GAUA)".