საქართველოს ანდროიდის მომხმარებელთა ასოციაცია (www.gaua.ge) აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: HR მენეჯერი

ვაკანსიის რაოდენობა: 2 ადგილი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ხანგრძლივობა: მუდმივი
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი, შეთანხმებით

მოვალეობები:

  • ასოციაციის ვაკანსიების განცხადებების განთავსება ვაკანსიების საიტებზე;
  • ასოციაციის ვაკანსიებზე აპლიკაციების მიღება, განხილვა და დახარისხება;
  • ასოციაციისთვის კადრების შერჩევა და გასაუბრება;

მოთხოვნები:

  • სასურველია HR მენეჯმენტში თეორიული ან პრაქტიკული გამოცდილების ქონა;
  • საკუთარი მოწესრიგებული ლეპტოპი;
  • მოწესრიგებული გარეგნობა, ბეჯითი, სხარტად მოაზროვნე;
  • კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნა საკმარისია საშუალო დონეზე;

ანაზღაურება:

  • მოხალისე ანუ ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული, მაგრამ შესაძლებელია ანაზღაურების გამომუშავებაც სხვა პროექტებში მონაწილეობის პროცესში;

ასოციაცია უზრუნველყოფს:

  • HR მენეჯმენტში კვალიფიკაციის ამაღლებას და სტაჟირების გავლას, კადრების მართვის და დასაქმების დეპარტამენტის სრული სამუშაო პროცესის გაცნობას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • მინიმალურ დატვირთვას;
  • დეპარტამენტში მუშაობის ანდა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას ასოციაციის პრეზიდენტის ხელმოწერით;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ მოკლე CV ფოტოსურათით ელ-ფოსტის მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. . ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HR Manager (for GAUA)".